დევნილთა სახლების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღის მშენებლობა – წყალტუბოში, დევნილთა დასახლებაში დანიური ინვესტიციით, სხვადასხვა პროექტი განხორციელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გრიგოლ იოსელიანი დანიის ლტოლვილთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ვინსენტ დონტოს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დანიური მხარის ფინანსური ხელშეწყობით წყალტუბოში დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღი შენდება, რომელიც 2021 წლის მაისის თვეში დასრულდება.

როგორც შეხვედრაზე ვინსენტ დონტომ განაცხადა, ეს პროექტი გარდა საბავშვო ბაღის მშენებლობისა მოიცავს დევნილთა სახლების რეაბილიტაციას და სოციალური მიმართულებით ბიზნეს კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტში ერთი სოციალური საწარმო მარწყვის სასათბურე მეურნეობა დაფინანსდა (სოფელ გეგუთში)

„ ჩვენ ვგეგმავთ კიდევ დავაფინანსოთ ორი ბიზნეს პროექტი და ამასთანავე განვახორციელოთ ინფრატრუქტურული პროექტები სოფელ გვიშტიბში, სადაც დევნილთა ახალი დასახლება აშენდა,“ – აღნიშნა ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა დანიის მხარეს მხარდაჭერისთვის.

„მადლობა იმისთვის, რომ ახალ საცხოვრებელში გადასულ ჩვენს დევნილ ოჯახებს უკვე დაეხმარეთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენაში, მიხარია რომ ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს,“ – აღნიშნა წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ზურაბ მაისურაძე და ალექსანდრე დადუნაშვილი, ლტოვილთა დანიის საბჭოს საქართველოს დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერი მზევი ჯოჯუა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყალტუბოს უზრუნველყოფის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიული სამმართველოს უფროსი, დავით ჭეიშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები