გიორგი სვანიძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
„დღეს ჩვენი მე-12 კლასელებისთვის განსაკუთრებული დღეა , მათთვის იხურება მშობლიური სასკოლო ცხოვრების ლამაზი ფურცელი და იწყება ახალი, საპასუხისმგებლო და საინტერესო გზა.
წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში სკოლას 453 ახალგაზრდა ამთავრებს. თითოეულ კურსდამთავრებულს გულწრფელად გილოცავთ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას.
სკოლამ მოგცათ ცოდნა, მეგობრობა და გამოცდილება, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ. ახლა კი იწყება სრულიად ახალი ეტაპი, სადაც თქვენი მომავალი თავად უნდა შექმნათ.
ჩვენი მუნიციპალიტეტი ყოველთვის ამაყობდა ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდებით. ბოლნისს სჭირდება თქვენი ენერგია, ნიჭი და ახალი იდეები. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ასახელებს მშობლიურ მხარეს და საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში.
განსაკუთრებული მადლობა თქვენს პედაგოგებსა და მშობლებს, რომლებმაც დიდი შრომა და სიყვარული ჩადეს თქვენს აღზრდაში.
ირწმუნეთ საკუთარი თავის, დასახეთ დიდი მიზნები და არასოდეს შეგეშინდეთ სირთულეების. გისურვებთ წარმატებას, წინსვლასა და ბედნიერ მომავალს!“,- წერს სოციალურ ქსელში ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე.
