ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან 107 იმერეთში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან 107 იმერეთში დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 189, საიდანაც: 3 367 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში – 667.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი, მათ შორის იმერეთში – 185. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან იმერეთში – 26.
479 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 22 იმერეთში.

6 343 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 523 ადამიანი, მათ შორის 9 იმერეთში.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 022 პირი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები