სოფელ რუისში მინისტადიონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ რუისში მიმდინარეობს 4 ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის (გალავანი, შუა უბანი, წინა უბანი და საზოგადოებრივ ცენტრთან) რეაბილიტაცია.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რაზეც ჯამში გაიხარჯება 111,350 ლარი.
სტადიონებზე განხორციელდა რკინის კონსტრუქციების დემონტაჟი, პერიმეტრის გამაგრების სამუშაოები, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსტრუქციების აწყობა და შემოღობვის სამუშაოები.
სტადიონებზე დაიგება ხელოვნური საფარი, მოეწყობა კალათბურთის ფარები და ღამის განათება.
სამუშაოებს ახორციელებს ი.მ ,,ვახტანგ კუჭაშვილი“.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები