კასპში მძევლების აყვანის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ყოფილ პოლიციელს, რომელმაც კასპში ორი მძევალი აიყვანა, გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი წარუდგინეს.

როგორც სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი ქეთევან გაგლოშვილი ამბობს, გიორგი მენაბდიშვილმა ოფიციალური დადგენილება დახია.

მისივე თქმით, ის, ისევ დუმილის უფლებას იყენებს.

“მას გამომძიებლის მიერ გადაეცა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. ის ჩვენთან ოთახში არ შემოვიდა. მან დემონსტრაციულად დახია დადგენილება და გადააგდო. რა თქმა უნდა, იმავე პოზიციაზე რჩება, უკიდურესად გაღიზიანებული და ცუდ მდგომარეობაშია,” – განაცხადა ადვოკატმა ქეთევან გაგლოშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები