რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ით ინფიცირების არცერთი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 110 შემთხვევიდან, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მხარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელები თეა გურგუჩიანი, ნატო დვალი და გიორგი ონიანი აცხადებენ, რომ ბოლო კვირის განმავლობაში კოვიდსტატისტიკა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში საკმაოდ დამაიმედებელია და ინფიცირებულთა რიცხვი შემცირებული, თუმცა ეს სიმშვიდის საფუძცველს კვლავაც არ იძლევა.

მათი განცხადებით, საჭიროა მოსახლეობამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები კვლავ მკაცრად დაიცვას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები