ირაკლი შიოშვილი: თითოეულ მოქალაქეს ექნება საშუალება მიიღოს მკურნალობა, რაც მას დასჭირდება

“თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ექნება საშუალება მიიღოს მკურნალობის ის ეტაპი, რაც მას დასჭირდება“ – ამის შესახებ  ბრიფინგზე ირაკლი შიოშვილმა განაცხადა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, რეგიონში მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ ვითრებაზე და მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებზე ბრიფინგი გამართა. ირაკლი შიოშვილის განცხადებით, საპილოტე პროექტი, რომელიც სახლის პირობებში, კოვიდ დადასტურებული პაციენტების მართვის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა, წარმატებით ხორციელდება და პაციენტებს საჭრო ინფორმაცია და მკურნალობის კურსი ხარისხიანად და დრულად მიეწოდებათ.
„ საპილიოტე პროექტის ფარგლებში, ჯგუფი ცნობილ ეპიდემიოლოგებთან ერთად, რომელსაც კონსულტაციას ამირან გამყრელიძე უწევს, ეხმარება ონლაინ ექიმებს ბინაზე მართონ პაციენტების მკურნალობის კურსი. შექმნილია სპეციალური პროგრამა, რომელსაც კოორდინაციას ამერიკაში მოღვაწე ექიმი, დავით მრელაშვილი უწევს, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთვრებელი კურსის სტუდენტები. ამ პროგრამის დანერგვით, ონლაინ ექიმებს დატვირთვა შეუმსუბუქდათ, რამაც განაპირობა ხარისხიანი და დროული მართვა კორონავირუსის“,- განაცხადა შიოშვილმა.
შიოშვილის განმარტებით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია .
რეგიონის მასშტაბით, კოვიდ 19- ით დაინფიცირებული პაციენტებისთბის 5 ცხელების და 1 ონლაინ კლინიკა ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები