კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ცაგერსა და ონში 15-ით გაიზარდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში COVID-19 დაინფიცირების 43 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 12 ცაგერის მუნიციპალიტეტის, 3 კი ონის მკვიდრია.

მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელების განცხადებით, დაინფიცირება უკვე საკმაოდ მაღალია და მოსახლეობას წესების დაცვისკენ მოუწოდებენ.
რაჭა-ლეჩხუმ -ქვემო სვანეთში თვითიზოლაციაში 400-მდე პირი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები