რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდ19-ის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფექციის 21 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ლენტეხის მუნიციპალიტეტში- 3, ცაგერში -5, ონსა და ამბროლაურში – 13.
მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები „რეგიონულ კვირასთან” აცხადებენ, რომ ახალი შემთხვევების უმეტესობა თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები არიან. რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, მათი შესაძლო კონტაქტების მოძიება ეპიდემიოლოგებმა და სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ახალი კონტაქტების შესაბამისად გაიზარდა თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვიც და უკვე 650-ს აღწევს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები