ახმეტაში ღვთაების სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახმეტაში ღვთაების სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში უკვე განხორციელდა მონასტრის გაწმენდა მცენარეული და მიწის საფარისაგან, ასევე სრულად გამოჩნდა დაზიანებული ტაძარი და მონასტრის დანარჩენი ნაგებობები. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, 2021 წელს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იგეგმება არქეოლოგიური სამუშაოები და რეაბილიტაციის პროექტის მომზადება, რის შემდეგაც ფონდი “ქართუს” დაფინანსებით მონასტრის სრული აღდგენა მოხდება.

ღვთაების სამონასტრო კომპლექსის აღდგენის იდეა მეუფე დავით ალავერდელის თხოვნით, საქართველოს კულტურილი მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა.

მონასტერი ადრე შუასაუკუნეებშია აგებული და მისი დაარსების თარიღი, ასურელ მამათა, უშუალოდ ანტონ მარტყოფელის მოღვაწეობას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები