ბათუმელმა ხელოვანმა თბილისში ძაღლების თავშესაფარის კედლები მოხატა

20 წლის ბათუმელმა ხელოვანმა და მხატვარმა იოსებ ჯორბენაძემ თმაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს კიდევ რამდენიმე შედევრი აჩუქა. ამის შესახებ ბიზნესმენი და ქველმოქმედი თავის ფეისბუქგვედზე წერს და მოხატული კედლების ფოტოებს აქვეყნებს.
,,განსაკუთრებით ემოციურია ჩახუტებული დათვი და გოგონა . ამ სურათის ნახვისას დათვების გამზრდელმა , ჩვენმა ლამაზმა ქეთიმ ცრემლები ვერ დამალა”,-წერს თამაზ ელისბარაშვილი.
ახალგაზრდა ბათუმელი ხელოვანი იოსებ ჯორბენაძე ზღვის პირა ქალაქში უკვე ცნობილია თავისი არაერთი ნამუშევრით. ყველა კედელსა თუ მიტოვებულ შენობას წლებია პულივიზატორით შესრულებული ნახატებით ამშვენებს.
იოსების სამომავლო გეგმებზე სტატი “რეგიონულმა კვირამ“ რამდენიმე თვის  წინ მოამზადა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები