გუბერნატორი, რომელიც სამსახურში ფეხით დადის – ირაკლი ქადაგიშვილის განვლილი 4 წელი და სამომავლო გეგმები

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული  ირაკლი ქადაგიშვილი მმართველმა პარტიამ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატად  წარადგინა.
ირაკლი ქადაგიშვილი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი. ის არის “კახეთის მოქმედი გუბერნატორი და გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება მეათე მოწვევის პარლამენტისთვის” – ამ სიტყვებით წარადგინა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსმა, ირაკლი კობახიძემ მოქმედი მხარის რწმუნებული ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად.

„რეგიონულმა კვირამ“ გადაწყვიტა უფრო ახლოს გაგაცნოთ ირაკლი ქადაგიშვილი. დავინტერესდით მისი ერთი სამუშაო დღით და ასევე, მაჟორიტარი კანდიდატისგან ის გეგმები და მიზნები მოვისმინეთ, რასაც გამარჯვების შემთხვევაში თავის ოლქში განახორცილებს.
„ის გამოცდილება, რაც 4 წლის განმავლობაში კახეთში მუშაობისას მივიღე, რა თქმა უნდა მთლიანად იქნება ასახული საპარლამენტო მუშაობაში. მთავარი ამოცანა მაინც იქნება, რომ ის პრობლემები, რომელიც კახეთის წინაშე დგას, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით, თითოეული ოჯახის შემოსავლების ზრდის კუთხით, ამავდროულად ინფრასტრუქტურული პრობლემების კუთხით და მათ შორის, წყლის საკითხი, დღეს ყველაზე აქტუალური რაც არის, იქნება ასახული ჩემს მუშაობაში“,- ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

ქადაგიშვილი ამბობს, რომ ამომრჩეველთან კომუნიკაცია ის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც არა მარტო როგორც მომავალი მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატისთვის, არამედ ნებისმიერი თანამდებობის პირისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.
„ამომრჩეველთან კონტაქტი, მთელი ამ საპარლამენტო პერიოდის განმავლობაში იქნება როგორც წესი, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტული ამოცანა მაჟორიტარული დეპუტატისათვის. გარდა იმ თემებისა, რომელიც საჭიროებს შესაბამის საკანონმდებლო აქტების მიღებას, ბიუჯეტში შესაბამისი მუხლების ასახვას, რომელიც სწორედ ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს”,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

4 წელია რაც ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას იკავებს და სამსახურში ფეხით დადის. მისი ჩვეულებრივი 1 დღეც კი, რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების მოსმენა, განხილვა და მონახულებაა. მხარის რწმუნებულმა „რეგიონულ კვირასთან“ იმ მიღწევებზე და განხორციელებულ პროექტებზე ისაურა, რაც მისი ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, გუნდთან ერთად განახორციელა.

„როდესაც ამ თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა, ე.წ. რეგიონული ფონდები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ინფასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ემსახურებოდა, იყო დაახლოებით 27 000 000, ბოლო 2 წელია კი ეს თანხა 60 000 000 აღწევს. რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი პროექტი განხორციელდა და ხორცილედება. ყველა სოფელში კეთდება გზები, ყველა საბავშვო ბაღის და სკოლის რეაბილიტაცია და სველი წერტილების მოწესრიგება ხდება, სოფლებში მიმდინარეობს არსებული მწვავე წყლის დეფიციტის აღმოსაფხვფრელად მცირე პროექტები, რომლებიც ჭაბურღილების, წყლის სადენების რემონტის და მსგავსი სამუშაოების სახით მიმდინარეობს. ამავდროულად ყველა სოფელში კეთდება სხვადასხვა სახის სამუშაოები, თვითონ სოფლის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე“,- დასძენს ქადაგიშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კახეთში ეკონომიკის მამოძრავებელი დარგები სოფლის მეურნეობა და ტურიზმია, რა მიმართულებებითაც ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები