ძამას ხეობაში 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

შიდა ქართლში ძამას ხეობაში, 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულ ინფომაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტირინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
როგორც „რეგიონულ კვირას“ ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა განუცხადა, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ლევიტანასთან იყო, თუმცა ნგრევა ამ მოჰყოლია.
„საკამოდ მძლავრად იყო მიწისძვრა, თუმცა საბედნიეროდ ნგრევა არ გამოუწვევია,“- განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.
სეისმური მონიტირინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 09:54 საათზე, ქარელიდან სამხრეთ-დასავლეთით 21 კმ_ში, სოფელ ლევიტანთან მოხდა 4.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები