რუსთავში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსთავის „ცხელების ცენტრში“ კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ცხელების ცენტრში განუცხადეს.

მათი თქმით, ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელიც ცენტრში საზღვრიდან გადმოიყვანეს. პაციენტი რუსთავის მკვიდრია და იგი უკვე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, ჯამში, რუსთავში კორონავირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 9 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები