ოკუპანტების მიერ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული 63 წლის ჯუმბერ ფსიტიძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” კლინიკა “გორმედის” ქსელში დაუდასტურეს.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებმა მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულება სამართალდამცავების თანხლებით დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქონლის მწყემსვის დროს ადგილობრივი, 63 წლის ჯუმბერ ფსიტიძე დააკავეს. საქართველოს მოქალაქემ უკანონო პატიმრობაში დაახლოებით 1 საათი დაჰყო და ქართული მხარის დროული რეაგირების შედეგად გათავისუფლდა, რის შემდგომაც 63 წლის მამაკაცი ქართველმა სამართალდამცავებმა კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს, სადაც ჯუმბერ ფსიტიძეს “კოვიდ 19”-ზე სატესტო ნიმუში აუღეს, რომლის პასუხიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები