ჯუმბერ იზორია: ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად ექნება თავისი ღირსეული ადგილი საქართველოს ისტორიაში

საქართველოს პარლამენტის წევრი – ჯუმბერ იზორია, შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიურ პარკზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

“მეგობრებო, რამოდენიმე დღის წინ ჩემს მეგობრებთან – ბადრი ვადაჭკორიასთან და რომან თოლორდავასთან ერთად ვიმყოფებოდი შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში. ძნელია, სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია რომელიც, უმშვენიერესი და ულამაზესი პარკის დათვალიერებისას გეუფლება. უნიკალური ჯიშის მცენარეები, უამრავი სახეობის ფრინველი და გასაოცარი გარემო, მნახველს არ უტოვებს შესაძლებლობას სიტყვებით გადმოსცეს საკუთარი თვალით ნანახი. ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება უამრავი უმნიშვნელოვანესი პროექტი საქართველოს ისტორიაში, მათ შორის გამორჩეულია ნამდვილად შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი…

დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი თაობა ათმაგად დაუფასებს იმ დიდ საქმეებს, რომელიც მისი ინიციატივით და დაფინანსებით, უანგაროდ განხორციელდა საქართველოში, იმდენად დიდია მისი ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე, რომ მას აუცილებლად ექნება თავისი ღირსეული ადგილი საქართველოს ისტორიაში. რაც დრო გავა მით უფრო ღრმა და ღირსეულ კვალს დატოვებს ბატონი ბიძინა ჩვენს მომავალ თაობებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტებიდან, ენით აღუწერელ დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის პროექტზე, საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა ჭეშმარიტება…

ბატონ ბიძინას გზა არის სიმართლის და აღმშენებლობის გზა,რომელსაც ის ათეულობით წლებია, საკუთარი ფინანსებით აშენებს უანგაროდ… ალბათ ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო ის დიდი საქმე, რომელიც ბატონმა ბიძინამ, საქართველოს, თითოეულ ჩვენთაგანის შვილებს და შვილიშვილებს გაუკეთა… რაც არ უნდა ეცადოს მავანი ოპოზიციიდან სიკეთეს ბოროტებად ვერ გამოაჩენს, დღეს ჩვენი საზოგადოება იმაზე მეტად არის განვითარებული და გათვითცნობიერებული ვიდრე ზოგიერთ ანტიქართველს ჰგონია… მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ერთ-ერთი ვიზიტორი ამ საოცარ ადგილას, მინდა, თითოეულ თქვენთაგანს ვურჩიო, რომ აუცილებლად ეწვიეთ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს. ეს არის ნამდვილი სამოთხე და ამაში თავადაც დარწმუნდებით”-, წერს იზორია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები