მარნეულში მორიგი მასშტაბური პროექტი განხორციელდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარნეულის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სოფელ დაშტაფაში, 2 446 მეტრის მოცულობის შიდა გზა მოასფალტდა.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც 591 053 ლარი გამოიყო.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო მარნეულის მერი ზაურ დარგალი, საქართველოს პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი და მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე.

ხელისუფლების წარმომადგენლები პროექტის პარალელურად, ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და მიმდინარე ეტაპზე, მათ წინაშე არსებულ საჭიროებებს გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები