რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქისთვის უპრეცენდენტო რაოდენობის პროექტები ხორციელდება

რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში,  14 პროექტზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი მტკვრის  მარცხენა სანაპიროზე, გზებისა და შიდა ეზოების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდანა აცნობეს.

მათივე ცნობით,  წერეთლის და წმინდა ნინოს ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი – ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე – ბესიკ ტოგონიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

“ინფრასტრუქტურული პროექტით განსაზღვრულია გზის და შიდა ეზოების რეაბილიტაცია მარცხენა სანაპიროს 11 სხვადასხვა ლოკაციაზე. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე დასრულდა მაიაკოვსკის #6ბ და მშენებელთა #42 საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, ფიროსმანის ქ.#19-თან კეთილმოეწყო გზა და მიმდებარე ტერიტორია, დუმბაძის #34-44 კორპუსებთან განახლდა ა/ბეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დუმბაძის გასავლელის ასფალტ-ბეტონის საფარის და ოდიშარიას ქუჩის #33, #34, #36 და წმინდა ნინოს ქუჩის #2-ის ეზოების, წერეთლის ქუჩის, წმინდა ნინოს ქუჩის დარჩენილი ნაწილის, წმინდა ნინოს და მშენებელთა ქუჩების დამაკავშირებელი გზის საფარის და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია. სანიაღვრე ქსელი ეწყობა მე-6 საბავშვო ბაღთან და გომელაურისა და ფიროსმანის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე. პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მისი ღირებულება 1 მლნ 323 000 ლარს შეადგენს. მიმდინარე 14 პროექტის ღირებულება 12 994 386.01 ლარია.

დასასრულს უახლოვდება ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩის,  კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ლეონიძის სახელობის სკვერში, მიმდინარეობს 34-ე ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია და დაწყებულია ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესიც. მიმიდინარეობს ახალი ავტოსადგომის მშენებლობა, გზის საფარი იცვლება სააკაძის და ჩერკასის ქუჩებზეც. სატენდერო პროცედურები დასრულებულია და უახლოეს მომავალში დაიწყება  სხვადასხვა სახის სამუშაოები 15 საბავშვო ბაღში, სველი წერტილების მოწესრიგება იგეგმება 15 საჯარო სკოლაშიც. გათვალისწინებულია მინი სკვერების, სპორტული მოედნების და საბავშვო გასართობი კუთხეების მოწყობაც.

წლის ბოლომდე, ქალაქში   ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, 22,531,183.71 ლარის პროექტების განხორციელებაა  დაგეგმილი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები