გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზერტში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება
„გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზერტში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება,”- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
„გზის სიგრძე 2 კმ და 861 მეტრია.
პროექტის მიხედვით მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა, საგზაო ნიშნები და მონიშვნები.
სამუშაოების ღირებულება 2 705 500 ლარია,”- ნათქვამია ინფორმაციაში.