გიორგი მგელიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

“მიმდინარე წლის 22-28 აპრილს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობა  სამბოში  ჭაბუკებს შორის – შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა ახმეტელი მოჭიდავე გიორგი მგელიაშვილი”,- ამის შესახებ ინფორმაციას ახმეტის მერია ავრცელებს.

აღნიშნულ შეჯიბრში მგელიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

“შეჯიბრში 79 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობას იღებდა ახმეტელი მოჭიდავე გიორგი მგელიაშვილი.

აღნიშნულ შეჯიბრში გიორგი მგელიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რის შედეგადაც ის ოქტომბრის თვეში ინდონეზიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

მწვრთნელი – გიორგი ნადირაძე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები