დავით ვერავა, რაგბის კლუბ ზუგდიდის გუნდის წევრებს შეხვდა
“სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა რაგბის კლუბ „ზუგდიდისა” და ქუთაისის „ბაგრატის” თამაშს დაესწრო. საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის შესარჩევი თამაში, „ზუგდიდის” გამარჯვებით 34:17 დასრულდა,”- ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დავით ვერავა თამაშის დასრულების შემდეგ რაგბის კლუბ „ზუგდიდის” მენეჯერს სანდრო ესაკიას და გუნდის წევრებს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა რაგბისტებს მხარდაჭერა აღუთქვა და ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.
“რაგბის კლუბი ზუგდიდი კაცთა, ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდებს აერთიანებს.
„ქართუ ჯგუფის” დაფინანსებით ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონს მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს 2 სარაგბო მოედნის მშენებლობას. ერთი ბუნებრივ, მეორე კი ხელოვნურ საფარიანი სტადიონი იქნება. ზუგდიდამდე ფონდმა „ქართუმ” სამეგრელოში სარაგბო ბაზა ფოთში ააშენა,”- ნათქვამია ინფორმაციაში.