ქუთაისში, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

“ქუთაისში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას”,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
,,ქუთათელ- გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ 9 აპრილის გმირების სულთა მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა “,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები