იმერეთის მხარის რწმუნებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ზესტაფონში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრო
იმერეთის მხარის რწმუნებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ზესტაფონში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრო. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“სოფლად, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად საერთო კრებები ბოსლევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა. ადგილობრივების საჭიროებებს, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – ლევან ზალკალიანი, მუნიციპალიტეტის მერი – ვასილ გველესიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
ხმათა უმრავლესობით მოსახლეობამ პრიორიტეტულ პროექტთა შორის შეარჩია:
საფეხმავლო ხიდის მოწყობა, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, გარე განათებების დამონტაჟება.
მოსახლეობის საერთო კრებები მუნიციპალიტეტში 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტს 832 000 ლარი გამოეყო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.