ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები მიმდინარეობს
„დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ზვარეთისა და ქვემო ბოლნისის მცხოვრებლებს შეხვდა და სოფლის წინაშე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციას გაეცნო” – ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციით და კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით შეირჩევა.
„„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამართულ შეხვედრას სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ბოლნისის მუნიციპალური განყოფილების უფროსი, ზურაბ მამულაშვილი ესწრებოდა, რომელმაც საზოგადოებას წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები გააცნო. მოსახლეობასთან შეხვედრებს ბუბა გობეჯიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად 45 სოფელსა და 2 დაბაში გამართავს.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, დღეს სოფელ ზვარეთისა და ქვემო ბოლნისის მცხოვრებლებთან შეხვედრა გავმართეთ. უმეტესწილად, ადგილობრივმა მოსახლეობამ ადგილზე უკეთ იცის, თუ რა საჭიროებებია მათთვის პრიორიტეტული. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციითა და კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით შეირჩევა.
ცენტრალური ბიუჯეტიდან წელს პროექტების განსახილველად ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის 714 000 ლარი გამოიყო, თუმცა, საჭიროების მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერია პროექტებს ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განახორციელებს,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.