ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონში ოთხ საბავშვო ბაღს აშენებს” – ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სოფელ ფუთში, ძირულაში, ალავერდსა და ცხენთაროში შენდება.
„ბაღის მშენებლობის სამუშაოები სოფელ ფუთში ზესტაფონის მერმა – ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე – ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
ახალი საბავშვო ბაღებში მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, სათამაშო და საძინებელი ოთახები, ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. ბაღის შენობები 50 ბავშვზეა გათვლილი.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, სკოლამდელი განათლების სერვისებს ბაღის აღსაზრდელები საკუთარ დასახლებებში, საცხოვრებელთან ახლოს მდებარე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ შენობებში მიიღებენ”- ნათქვამია ინფორმაციაში.