ზუგდიდში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 9 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს

„ზუგდიდში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 9 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს“ – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად რუხსა და ახალ აბასთუმანში მიმდინარე სოციალური სახლების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

„ნიკოლოზ ნორაკიძის და დედიკა კვარაცხელიას მრავალშვილიანი ოჯახები მალე ზუგდიდის მერიის მიერ აშენებულ სახლებში იცხოვრებენ. ამ დროისთვის მერია 9 სახლს აშენებს. სოციალური სახლების მშენებლობა ზუგდიდის მერიის ექსკლუზიური პროექტია, რომლის განხორციელება 2015 წელს მუნიციპალიტეტმა დაიწყო. 2015 წლიდან დღემდე კი ჯამში მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ 160 ოჯახს ახალი სახლი აუშენდა” – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები