ზუგდიდში პარლამენტის წევრის, დავით კოდუას ბიურო გაიხსნა

„საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის დელეგატის დავით კოდუას ბიურო  გაიხსნა. ბიურო ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირი #45-ში იფუნქციონირებს” – ამის შესახებ ინფორმაციას  პარლამენტის წევრი  ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

მისი თქმით, ის იქნება ხალხის ხმა საქართველოს პარლამენტში.

„დღეიდან ზუგდიდში (გამსახურდიას გამზირი 45) დელეგატის ბიურო მუშაობას იწყებს. ჩვენი გუნდი მზად
არის გემსახუროთ 24 საათის განმავლობაში. მე ვარ თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს პარლამენტში. შეხვედრებს გავმართავთ, როგორც აქ ზუგდიდის ბიუროში, ასევე საჭიროების შემთხვევაში გელოდებით თბილისში, საქართველოს პარლამენტში.

ყოველთვის მიგულეთ თქვენს გვერდით, თქვენი ინტერესების გამტანად – ზუგდიდის სადარაჯოზე!
ჩვენ ერთად შევძლებთ ზუგდიდი გავხადოთ ბევრად უკეთესი, მისი თითოეული მკვიდრისთვის და ჩვენი
სტუმრებისთვის. შეხვედრებთან დაკავშირებით დარეკეთ ან მოგვწერეთ: 593 847 575; dkodua@parliament.ge“ – წერს დავით კოდუა”.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები