ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში” გოლიათი ბიჭი დაიბადა – ვაჩე კვერღელიძე 5,600 კილოგრამია

8 იანვარს, ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში” გოლიათი ბიჭი დაიბადა – ვაჩე კვერღელიძე 5,600 კილოგრამია. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, კლინიკა “მედალფა”-ში მყოფი “გოლიათი” ბავშვი და მასთან ერთად სხვა ახალშობილები მოინახულა. ავთანდილ თალაკვაძემ მათ მშობლებს ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„ვაჩესთან ერთად, სამედიცინო ცენტრში მყოფი ახალშობილები – დემეტრე სიჭინავა და ირინე დარჩია მოვინახულეთ. მათ მშობლებს დამდეგი კალანდა მივულოცეთ და საახალწლო საჩუქრები გადავეცით. ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ პატარებს!”, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები