ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში 16 კილომეტრი სიგრძის გზა მოწესრიგდა
ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განხორციელებული საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად რეაბილიტაცია ჩაუტარდა 16 კილომეტრამდე სიგრძის გზას. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
“მათ შორის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებით განხორციელდა 9 მასშტაბური პროექტი და მოწესრიგდა:
• ქალაქ ახალციხეში, ხანძთელის, მთაწმინდელის და თამარაშვილის ქუჩები;
• ქალაქ ახალციხეში გამსახურდიას ქუჩა;
• სოფლების აწყურისა და თისელის დამაკავშირებელი გზა;
• სოფელ წინუბნის და ქალაქ ვალეს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა;
• სოფელ ურაველში შიდა გზები და აგარების მონასტრის გზა;
• სოფელ აწყურში შიდა გზები;
• სოფელ წყრუთის გზა და დაზიანებული საყრდენი კედელი;
• სოფელ კლდეში შიდა გზა და საყრდენი კედლები;
• სოფელ საძელში შიდა ქუჩები;
მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, მუნიციპალიტეტის 28 სოფელში რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა საუბნო გზებს და დაიგო ბეტონის საფარი.
სოფლებში შიდა გზების მოსაწესრიგებლად „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში 8 პროექტი, ხოლო „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 28 პროექტი განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ გზების რეაბილიტაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, როგორც, ქალაქის, ისე სოფლებში შიდა საუბნო გზების მოწესრიგება მომავალშიც გაგრძელდება”,- წერია ინფორმაციაში.