ბოლნისში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
ბოლნისში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სიონის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
,,პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება 215 გრძივი მეტრი გზა, ასევე, მოეწყობა ღობეები და გარე განათების ქსელი.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 600 000 ლარს შეადგენს”,- წერია ინფორმაციაში.