ბოლნისის მერია: სოფელ ტანძიაში გიორგი მარგიანისა და საბა დადვანის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი მირიანაშვილთან ერთად, სოფელ ტანძიაში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის დასრულებული პროექტები მოინახულა.
ჩვენი დროის გმირების, გიორგი მარგიანისა და საბა დადვანის ქუჩებზე ბეტონის საფარი 860 გრძივ მეტრზე დაიგო, ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი.
ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 480 000 ლარი შეადგინა.