სამტრედიაში 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის მოთხოვნების და ინტერესების გათვალისწინებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები  მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის 31 პროექტი გზების მოწესრიგებას ითვალისწინებს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან ერთად დღეს  გზის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში – ქორეისუბანში, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარი  სამ კილომეტრამდე  მონაკვეთზე იგება.  ქორეისუბანში კაპიტალური გზა აქამდე არასდროს ყოფილა.

სამუშაოების  მიმდინარეობის პროცესს ზედამხედველობას  შესაბამისი სამსახურები უწევენ, ამ ეტაპისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების 70 პროცენტი განხორციელებულია, სამუშაოები  ზაფხულის ბოლოსთვის  დასრულდება.

დავით ბახტაძე  –  ,,ჩვენს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს , სხვადასხვა ლოკაციებზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზები  ეწყობა , მათ შორის ისეთ უბნებში  სადაც

კაპიტალური გზა არასოდეს ყოფილა ,ერთ-ერთი ასეთი ლოკაციაა ქორეისუბანი , აღნიშნულ სოფლამდე მისასვლელი მთავარი გზა 30 წელზე მეტია ინფრასტრუქტურულად გაუმართავი იყო.  ჩვენი დაკვეთით ქორეისუბანში ასფალტის საფარი იგება, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ანხორციელებს, სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას გადაადგილების კომფორტული პირობები შეექმნება ”

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები