კეთილმოწყობის სააგენტომ გორში, კვერნაქის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია და მისასვლელი გზები დაასუფთავა
კეთილმოწყობის სააგენტომ კვერნაქის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია და მისასვლელი გზები დაასუფთავა, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“ტერიტორია ეკალ-ბარდების, პოლიეთილენის პარკებისა და სხვა სახის ნარჩენებისაგან პერიოდულად იწმინდება.
მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე განთავსებულია ნაგავშემკრები კონტეინერები, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეთა მხრიდან ადგილი აქვს ნარჩენების დაყრას საფეხმავლო ბილიკებსა თუ საავტომობილო გზებზე, არაერთხელ დაფიქსირდა ნარჩენების დაწვის ფაქტიც, რაც სერიოზულ საფრთხეს ქმნის.
მოგმართავთ თხოვნით, ნუ დააბინძურებთ საერთო სარგებლობის სივრცეებს, გავუფრთხილდეთ გარემოს!”, – წერია განცხადებაში.