გოგი მეშველიანი პარლამენტში ბოლნისის N5-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ქალაქ ბოლნისის N5-ე საკარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა .

„დღეს საქართველოს პარლამენტში ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ვუმასპინძლე.ჩემთვის ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა . ვისაუბრეთ პარლამენტის როლზე და განვიხილეთ  ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.  ეს ის თაობაა, რომელიც ჩვენი ხვალინდელ დღესა და უკეთეს მომავალს შექმნის. მახარებს მათთან ურთიერთობა.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა

ახალგაზრდებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს. პლენარულ სხდომას დაესწრნენ და
მოსწავლეებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა.

პარლამენტში ვიზიტის შემდეგ მოსწავლეებმა ეროვნული მუზეუმი და  ოქროს ფონდიც დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები