ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში სააღმზრდელო პროცესი ახლად რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში განახლდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში სააღმზრდელო პროცესი ახლად რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში განახლდა – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
35 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან ერთად დაათვალიერა.
„სოფელ ნაგომარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი გავხსენით, რომელიც აღჭურვილია ახალი ინვენტარით და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული სათამაშოებით. გარდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა, ნაგომარში ხანძრის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის – ამბულატორიისა და ადმინისტრაციული შენობის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ; ამ სამუშაოებისთვის ჯამში 1 103 000 ლარი იხარჯება. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, ასევე, იაპონიის მთავრობას ამ მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის,”- აღნიშნა მერმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები