გორში პირველად „კიბერ ფესტივალი“ მოეწყო

გორში პირველად „კიბერ ფესტივალი“ მოეწყო, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

შეჯიბრება კომპიუტერული თამაშების სამ სახეობაში გაიმართა.

ღონისძიებაში 16-იდან 25 წლამდე ასაკის 48 ახალგაზრდა მონაწილეობდა. თითოეული მათგანი კონკურსის წესით შეირჩა. ფესტივალს  SportBar Kocktail – ი სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.

ფესტივალის ფარგლებში ინდივიდუალური შეჯიბრებები გაიმართა. გამარჯვებულებს სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ინიციატივის მიზანი იყო ახალგაზრდებში სტრატეგიული აზროვნებისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა.

ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა, პროექტი ა(ა)იპ „ჰორიზონტის“ ინიციატივით დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები