ბათუმში გიდების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ბათუმში, გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიდების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებაზე, ტურიზმის სფეროს ექსპერტები და გიდები პორტუგალიიდან, შოტლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან ქართველ მომხსენებლებთან ერთად გიდის პროფესიის მნიშვნელობასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბრობენ. კონფერენცია, რომელსაც ბათუმი წელს პირველად მასპინძლობს დღეს გაიხსნა და ხვალ დასრულდება. ორი დღის განმავლობაში, პანელურ სესიებზე ისეთი მნიშვნელოვანი თემები იქნება განხილული, როგორებიცაა გიდის როლი ტურისტული ადგილის პოპულარიზაციაში – გიდი, როგორც ტურისტული ადგილის ელჩი; გლობალური ტურიზმი და გიდის პროფესია – უნიკალური გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და გამოწვევები; ტურიზმი და მუზეუმები – მუზეუმი, როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის საცავი.

გიდების საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება. კონფერენციაში მონაწილეობას ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის, პორტუგალიის ტურისტული გიდებისა და ტურ-მენეჯერთა ასოციაციის, საქართველოს და აჭარის გიდების ასოციაციების ხელმღვანელები, გასტრონომიის, ღვინისა და ტურიზმის დარგის ექსპერტები ღებულობენ. მასზე დასწრება გიდებს, თემატური ასოციაციებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია კონფერენციის ვებგვერდზე https://batumiconf.ge/ka გაიარეს. კონფერენციის პროგრამის, მომხსენებლებისა და სტუმრების შესახებ ინფორმაციის მიღებაც ამავე გვერდზეა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები