ქობულეთში 80 წლამდე მამაკაცი შშმ ქალზე სექსუალური ძალადობისათვის დააკავეს

ქობულეთში 80 წლამდე მამაკაცი შშმ ქალზე სექსუალური ძალადობისათვის დააკავეს. შემთხვევა გუშინ ქობულეთის ცენტრალურ ქუჩაზე  მოხდა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, ფაქტზე გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები