“კვალი რომ დაეფარა, მამის ცხედარი გაახვია პლედებში და საკუთარი მანქანის საბარგულში მოათავსა” – გორში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც მოკლულის ახლობლები საუბრობენ, მკვლელობის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, შვილმა მამის ცხედარი პლედებში გაახვია, ავტომობილის საბარგულში მოათავსა და თბილისთან ახლომდებარე აგარაკზე დამალა.

„ძირითადად, თბილისში ცხოვრობდნენ, ოჯახი სოფელში ხშირად არ ჩამოდიოდა, თუმცა, ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობაზე გვქონდა ინფორმაცია. გარდაცვლილი საუკეთესო ადამიანი იყო, ძალიან კარგი კაცი, ვინც იცნობდა, ყველას უყვარდა, შვილი კი – სრულიად განსხვავებული, ხშირად კამათობდა მამასთან, არც ხასიათით გამოირჩეოდა, უცნაური ბიჭი იყო ყოველთვის. ამ შემზარავ ფაქტზე მოგვიანებით გავიგეთ. სანადირო თოფით მოუკლავს, მერე კი, კვალი რომ დაეფარა, მამის ცხედარი გაუხვევია პლედებში, საკუთარი ავტომანქანის საბარგულში მოუთავსებია და ასე გადაუტანია თბილისში. თბილისთან ახლოს აგარაკიც აქვთ და იქ დაუმალავს. გაოგნებულია ყველა, მართლა საუკეთესო ადამიანი იყო უშანგი ინაური, მეუღლე შარშან გარდაეცვალა, ყველაფერი გააკეთა შვილისთვის, სახლი, აგარაკები, მანქანა – ყველაფერი შეუძინა, მაგრამ ამ შვილის, 28 წლის ბიჭის ხელით დაიღუპა. კარგია, რომ მალევე დააკავეს“, – განაცხადა ,მოკლულის მეზობელმა.

შსს-ს ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები