ნანა გაბელიამ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან“  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ,- ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

დოკუმენტს ხელი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ  აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის დანერგვასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ღონისძიების ფარგლებში, მინისტრმა და ასოციაციის თავმჯდომარემ, აფხაზეთის სახელობის დარბაზი გახსნეს, სადაც სამედიაციო პროცესები გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები