იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროექტი „მშვიდობის სკოლა“ იწყება

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროექტიმშვიდობის სკოლა იწყება, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის საკითხებით დაინტერსებული 10 ახალგაზრდის გადამზადებას, 6 თვის განმავლობაში, შემდეგი მიმართულებებით:

დეზინფორმაცია და მედია

ადამიანის უფლებები და უფლებრივიმდგომარეობა

შერიგება და კონფლიქტის ტრანსფორმაცია

პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგებიაფხაზეთის თემატიკის ირგვლივ სხვადასხვამედიასაშუალებების მიერ გავრცელებულინფორმაციაზე, დეზინფორმაციისიდენტიფიცირებაზე და სწორი ინფორმაციისგავრცელების მექანიზმებზე.

ბენეფიციარები, ასევე, დატრენინგდებიანადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით დაგადამზადდებიან შერიგებისა და კონფლიქტისტრანსფორმაციის კუთხით, რაც ითვალისწინებსთემატურ სიმულაციებში მონაწილეობას, დებატებსა და მოლაპარაკებებში დახელოვნებას.

ტრენინგები ჩატარდება როგორც სააუდიტორიო, ასევე დისტანციურ ფორმატში. სააუდიტორიოშეხვედრები გაიმართება შაბათს და კვირას, რუსთავში, მინისტრის აპარატის სარგებლობაშიარსებულ სივრცეში და ორივე მიმართულებითტრანსპორტირება იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათაფხაზეთის თემატიკით დაინტერესებულ, 20-დან 30 წლის ჩათვლით, ახალგაზრდებს. სასურველიასოციალური მედიის მიმართულებით მუშაობისგამოცდილება. შერჩეული აპლიკანტები გაივლიანგასაუბრებას. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 მარტი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსომოცემული სარეგისტრაციო ფორმა:

https://forms.gle/2hLHKHcxk5tMDtGG9

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები