გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გორის მერიის ინფორმაციით, საპროექტო გზის მონაკვეთზე, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ უბანში გადის, მოეწყობა ასფალტის საფარი, სანიაღვრეები, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.

„მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში მოეწყობა შინდისის გმირების მემორიალამდე მისასვლელი გზა. ჯამში, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 2 728 მეტრია. სამუშაოების ღირებულება 2 039 829 ლარია

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნიკა ღვინიაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მიმდინარე სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა.

ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პროექტი დასრულების ვადა მიმდინარე წლის სექტემბრამდე აქვს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები