ვახტანგ გომელაური: მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს, 5 ადამიანია გარდაცვლილი, გარდაიცვალა ჩვენი ერთი თანამშრომელი

საგარეჯოში მომხდარი ფაქტის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს ადგილზე მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მიუსამძიმრა. როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა გარდაცვლილთა შორის არის პოლიციელი.

“ძალიან მძიმე შემთხვევაა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს, 5 ადამიანია გარდაცვლილი, 1 არის ჩვენი თანამშრომელი, სამწუხაროდ. 5 პირი არის დაჭრილი, მათგან ერთ-ერთი არის მძიმედ, ოპერაცია უტარდება, არტერია აქვს დაზიანებული და ექიმები ვერ გვეუბნებიან ზუსტად გადარჩება თუ ვერ გადარჩება, ღმერთმა ქნას რომ გადარჩეს.

შემთხვევა, ვერ ვხსნით ვერავინ რა მოხდა. მოქალაქემ, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო სახლიდან, ამავე სახლში იმყოფებოდა მისი შვილი, სრულწლოვანია ის ბიჭი. დაიწყო ერთი მხრიდან სროლა აივნის, მერე მეორე მხრიდან დაიწყო და შვილმა დატოვა შემდეგ სახლი. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, სადაც გახსნა ცეცხლი მეორე მხრიდან და დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის დროს გარდაიცვალა,” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები