მთავრობის ადმინისტრაციის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები დღეს გურიასა და სამეგრელოში სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნობიან

პრემიერმინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები დღეს გურიასა და სამეგრელოში სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნობიან.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ იმერეთში. გამართულ შეხვედრაზე, პრობლემის მოგვარების გზები დასახეს და სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად საჭირო თანხის შესახებ იმსჯელეს.

ოთხი დღის განმავლობაში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოში. დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, საცხოვრებელი სახლები, ათასობით შენობის სახურავი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები