ფოთში კვლავ ძლიერი ქარია – მოსახლეობის ნაწილს შუქი და წყალი არ აქვს

ფოთში კვლავ ძლიერი ქარია.
სტიქიის შედეგად წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრობოძები. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
ქალაქის ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. მერიის სამსახურები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ და მათი ინფორმაციით, აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ.

„სამწუხაროდ, ფოთში ძლიერი ქარი გრძელდება.ზარალი საკმაოდ დიდია. შექმნილია ზარალის შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც აღწერს მიყენებულ ზარალს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს დაშავდა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც მრავლობითი მოტეხილობით გადაყვანილა კლინიკაში და მას ყველა შესაბამისი დახმარება გაეწევა. შექმნილია სამუშაო ჯგუფები მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ. მოსახლეობას შეუძლია, ცხელ ხაზზე დარეკვა ან თავიანთ უბანში მერის წარმომადგენლებთან დაკავშირება“, – განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ცნობით, გაძლიერებულია აღმოსავლეთის ქარი, საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული სანაპირო ზოლზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები