ონში, ზურაბ ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლის წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა

ონში, ზურაბ ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლის წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა. ონის მერიის ინფორმაციით,  წინასაახალწლო ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი – გიორგი მახათაძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ბავშვებმა ხელმძღვანელ პედაგოგებთან ერთად ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, ააიპ ზურაბ ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს და ხელმძღვანელს, მადლობა გადაუხადა მთელი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობისთვის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები