გოგი მეშველიანი „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად “სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის” პროექტის „ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა განათლებისა და საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა“ პრეზენტაციასა დაესწრო. ინფორმაციას დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდა გოგონებისთვის გენდერული თანასწორობის პრინციპების სწავლება, განათლების უფლების და საკუთრების უფლების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა .

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ისეთ პროექტებს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების, მით უფრო ქალების ინტეგრაციას“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

პროექტის პრეზენტაცია ბოლნისის მუზეუმში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლში – ანარ სულეიმანოვი , საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე, სკოლის დირექტორები და პედაგოგები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ახალგაზრდები, მოსწავლეები და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ქალთა ფონდი საქართველოში“

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები