ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახალი ონლაინ სარეგისტრაციო პორტალი შეიქმნა, რაც ახალგაზრდებს განაცხადის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას მისცემს,- ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალი ელექტრონულ პორტალის პრეზენტაცია სამინისტროს წარმომადგენლებმა უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა – ნინო წერეთელმა და უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსმა – ეკა რურუამ წარადგინეს.
“სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს, პროგრამაში ჩართვის მიზნით, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 9 ნოემბრიდან 5 დეკემბრის 18:00 საათამდე აქვთ ელექტრონულ პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge
ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე : https://mes.gov.ge/content.php?id=13192&lang=geo “,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები