ავარიას ოზურგეთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის  სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ ღამით სოფელ ოზურგეთის საავტომობილო გზაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითს დაეჯახა. 70 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები