საგარეჯოში, მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალური თამაშის, „რა? სად? როდის?” სკოლებს შორის ფინალური ტური გაიმართა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით, საგარეჯოს კულტურის ახალგაზრდულ დარბაზში, მუნიციპალური თამაში, „რა? სად? როდის?” სკოლებს შორის  III სასკოლო სერია – ფინალური ტური გაიმართა. ფინალისტი გუნდები თანაბარ პირობებში ასპარეზობდნენ. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ინტელექტუალურ თამაშს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი დაესწრო. 

“მერმა ფინალში გამარჯვებული გუნდი, პრიზიორი გუნდები და საუკეთესო მოაზროვნე საპატიო ჯილდოთი, სხვადასხვა პრიზებითა და დიპლომებით დაჯილდოვა და ყველა მონაწილეს წარმატება უსურვა.

ფინალის (30 შეკითხვა) შედეგები:

14 (6+8) – I სკოლა – “პირველები”;

10 (5+5) – II სკოლა – “ენდორფინები”;

9 (4+5) – IV სკოლა – “იგნოსი”;

9 (5+4) – კაკაბეთი – “კაკაბეთი”;

6 (2+4) – პატარძეული – “გრიფინდორი”;

ორ თანაბარქულიან გუნდს შორის III ადგილი დამატებით შეკითხვაზე მოიპოვა გუნდმა “იგნოსი” ,

ფინალში ინდივიდუალური შეკითხვა გამოიცნო ერთმა მოაზროვნემ:

ვიტალი ოსეფაშვილი – IV სკოლა, “იგნოსი”;

შემოდგომის სერიის საუკეთესო მოაზროვნე:

ვიტალი ოსეფაშვილი – IV სკოლა, “იგნოსი”,

ინტელექტუალური თამაში გაიმართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით,

თამაშის რედაქტორი და წამყვანი:

პაატა ჩახვაშვილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები